მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კილიმანჯაროზე ხანძარია (ფოტო, ვიდეო)

ხანძარი კილიმანჯაროზე

აფრიკის უმაღლეს მწვერვალზე, კილიმანჯაროზე, მეოთხე დღეა ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი 11 ოქტომბერს გაჩნდა და მალე ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე გავრცელდა.

ხანძართან ბრძოლაში ადგილობრივი მოსახლეობა და 500-მდე მოხალისეა ჩართული. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

კილიმანჯაროს სიმაღლე 5,926 მეტრს შეადგენს. ეს მთა ძალზე პოპულარულია ტურისტებსა და ალპინისტებს შორის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის მიუხედავად ტურისტები მთაზე ასვლას განაგრძობენ.