მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიმ ჩენ ინი 5-წლიანი ეკონომიკური გეგმის ჩავარდნაზე საუბრობს

კიმ ჩენ ინი ეკონომიკაზე

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ენ ინის განცხადებით, ქვეყნის 5-წლიანი ეკონომიკური გეგმა კატასტროფულად ჩავარდა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის პრაქტიკულად არც ერთ სფეროში სასურველი შედეგი მიღწეული არ ყოფილა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

კიმ ჩენ ინმა ამის შესახებ კორეის მუშათა პარტიის ყრილობაზე განაცხადა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ შეცდომების გაანალიზება და გამოსწორებაა აუცილებელი.

კიმის განცხადებით, ეს ხუთი წელი „უარესზე უარესი“ იყო. „ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად რთულია ეკონომიკური მდგომარეობა ჩრდილოეთ კორეაში“ - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამბობდა, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მის ქვეყანაში ბრძოლა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

🔒 ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში გასაქცევად კაცი სამმეტრიან ღობეზე გადაძვრა

🔒 ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის მოქალაქე მოკლეს