მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კარლოს ჰოლმს ტრუხილო კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ივან დუკე მარკესმა განაცხადა. 

„ღრმა სინანულით და მწუხარებით ვაცხადებ, რომ მივიღე ინფორმაცია ჩვენი თავდაცვის მინისტრის კარლოს ჰოლმს ტრუხილოს გარდაცვალების შესახებ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში.

კარლოს ტრუხილოს კორონავირუსი 12 იანვარს დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული.

„მე სიტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს ტკივილს. კარლოს ჰოლმსი იყო ჩემი მეგობარი, ჩემი პარტნიორი ბრძოლაში, ჩემი კოლეგა და ჩემი მინისტრი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავდაცვის მინისტრობამდე ტრუხილო კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო დუკეს მთავრობაში. მან ასევე გამოხატა ინტერესი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის.

👉 ინფორმაციისთვის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსმა კოლუმბიაში თითქმის 52 000 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირების 2 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.