მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ახალი შტამი ინდოეთშიც დადასტურდა

კორონავირუსის ახალი შტამი ინდოეთში

ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის ახალი შტამის 6 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

ინდოეთის მთავრობის განცხადებით, კორონავირუსული ახალი შტამი იმ ადამიანებს დაუდასტურდთ, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

ინდოეთის მთავრობამ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა დეკემბრის ბოლომდე შეაჩერა.

სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ჰარდიპ სინგ პურის თქმით, ბრიტანეთიდან ფრენების აკრძალვა, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგაც დარჩება ძალაში.

„მცირედი გახანგრძლივება მაქვს გათვალისწინებული”, - განუცხადა პურიმ ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მაღალი მაჩვენებელი ინდოეთში ფიქსირდება.

დიდმა ბრიტანეთმა პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კოვიდინფექციის ახალი შტამის გამო დამატებითი რეგულაციები 19 დეკემბერს დააწესა.

👉 ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდა. იგი ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ განცხადებას აკეთებს

✔️ BBC: რამდენად საშიშია Covid-ის ახალი შტამი?