მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლმა ნავალნის მოწამვლა მეორედაც სცადა - The Sunday Times

ნავალნი უგონო მდგომარეობაშია

რუსი ოპოზიციონერის, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ოპონენტის ალექსეი ნავალნის მოწამვლა მეორედაც სცადეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ი სანდრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ ოპოზიციონერის ლიკვიდაცია მაშინ სცადეს, როდესაც ნავალნი ბერლინის კლინიკაში გადაჰყავდათ.

ინფორმაციისთვის, ნავალნი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პარტიას დანაშაულისა და კრიმინალის პარტიას უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ნავალნი რამდენი დღის განმავლობაში ციმბირის რეგიონში გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოსაძიებლად იყო ჩასული.

ნავალნი რუსეთში 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მომწამლავი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ეს ნივთიერება ქიმიური იარაღის ჯგუფს ეკუთვნის.

მოგვიანებით ნავალნის მოწამვლის ფაქტი ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამაც დაადასტურა.

რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ მოსკოვი ბრიუსელს კონტრსანქციებს დაუწესებს.