მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო: გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნები, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი

„არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, გაიგეთ, რომ ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციებს საზღვარგარეთიდან ქვეყანაში ჩასული პირები მართავენ.

„უკვე დაიწყო აგრესია ქვეყნის წინააღმდეგ, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ. პრეტენზიებს ვერავის წავუყენებ, ერთადერთი ვთხოვ მინისტრს და სხვებს, ჩვენ მაინც სლავები ვართ, თუ ადამიანი მიწაზე წევს აღარ სცემოთ, მუხრუჭია საჭიროა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მე-7 დღეა ბელარუსში საპროტესტო ტალღა გრძელდება. აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, აგრეთვე, უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ევროპის ქვეყნების ლიდერები ახალ სანქციებზე ალაპარაკდნენ. სამთავრობო ეგზიტპოლების გამოქვეყნებას მინსკისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში პროტესტი იმავე ღამეს მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6700-ზე მეტი დააკავეს. არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 1000-მდე მოქალაქე დღეს,14 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მოვიდა, ბელარუსის ცესკო-მ გამარჯვებულად სცნო.