მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკომ რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურორები მინსკში მიიწვია

ლუკაშენკო ვაგნერი

ვაგნერის არმიის 33 მებრძოლის დაკავებასთან დაკავშირებით, ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთისა და უკრაინის გენერალურ პროკურორებს მინსკში იწვევს. მისივე განცხადებით, თუ რუსული და უკრაინული მხარეები შეთავაზებას არ მიიღებენ, მაშინ ბელარუსი გამოძიებას დამოუკიდებლად ჩაატარებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რუსული კერძო არმიის ვაგნერის 33 მებრძოლი ბელარუსში 29 ივლისს დააკავეს. ოფიციალური განცხადების თანახმად დაკავებულები ქვეყანაში დესტაბილიზაცის გეგმავდნენ. რუსეთის ძალადობასა და დესტაბილიზაციაში დადანაშაულებაში გასაოცარი არაფერია. იგი ამ მეთოდს სხვადასხვა დოზით ბალტიის ქვეყნების გამოკლებით ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ იყენებს, თუმცა ანალიტიკოსები ამჯერად უფრო ლუკაშენკოს წინასაარჩევნო პიარსვლაზე მიუთითებენ. ლუკაშენკოს სურს, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ მის გარეშე სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეექმნება.

ოფიციალური მოსკოვი ვაგნერთან, როგორც საჯარისო შენაერთთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ საკუთარ მოქალაქეებს ყველგან და ყოველთვის დაიცავს. რაც შეეხება უკრაინას, მან დაკავებულებში დონბასში მებრძოლები ამოიცნო და მათი ექსტრადირებაც ამიტომ მოითხოვა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსაა ჩანიშნული, დაკავებულების ბედიც მაღალი ალბათობით, ამ დღის შემდეგ გადაწყდება.