მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მავრიკიში ნავთობის დაღვრამ, შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

ეკოლოგიური კატასტროფა

ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მავრიკიში დატვირთული გემიდან ნავთობის დაღვრის გამო საგანგებო სიტუაციაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ მავრიკის დაეხმარება, რათა ნავთობის დაღვრას გაუმკლავდეს. გარემოს დამცველები შიშობენ, რომ ნავთობის დაღვრამ შესაძლოა, დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

მავრიკის პრემიერ-მინისტრმა პრავინდ კუმარ ჯუღნაუთმა გარემოსდაცვითი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

„როდესაც ბიომრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება, მოქმედება აუცილებელია. შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - ასე ეხმაურება „ტვიტერში“ საფრანგეთის პრეზიდენტი მავრიკის პრემიერს.