მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარში პოლიციამ ოთხი ადამიანი მოკლა

4 ადამიანი მოკლეს მიანმარში

მიანმარის პოლიციამ საპროტესტო აქციების 4 მონაწილე მოკლა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

აქციის 2 მონაწილე ქალაქ იანგონში დაიღუპა, რომელიც მაინმარის უდიდესი ქალაქია. კიდევ ორი მომიტინგე მანდალაიში და მინგიანში მოკლეს.

თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ცეცხლი საბრძოლო იარაღიდან გახსნა. ერთ-ერთი დაღუპული მოზარდია.

საერთო ჯამში 1-ლი თებერვლის შემდეგ მიანმარში საპროტესტო აქციების დროს 24 ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეები სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. სამხედრო ხუნტამ ათასობით ადამიანი დააკავა, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი.