მინსკში დღეს გამართულ „ქალთა მარშზე“ პოლიციამ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინა ბაგინსკაიაც არის. გამოცემა Tut.by იუწყება, რომ მოგვიანებით 73 წლის ბაგინსკაია გაათავისუფლეს.
ორ ქალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სერიოზულად, ჯერჯერობით არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.