მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინსკში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს

ვიტალი შკლიაროვი - ბელარუსელი პოლიტოლოგი

ბელარუსში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააპატიმრეს, რომელიც 2017 წელს ქსენია სობჩაკის შტაბში საპრეზიდენტო არჩევნებზე ონლაინ-სტრატეგიის კამპანიას ხელმძღვანელობდა. ასევე, შკლიაროვი 2018 წელს გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თავად შკლიაროვმა დაპატიმრების შესახებ საკუთარ Telegram-ზე დაწერა. ურბანის თქმით, პოლიტტექნოლოგი დაპატიმრება შესაძლოა ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკისთან თანამშრომლობას უკავშირდება, რომელიც 9 აგვისტოს ბელარურის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.

ბელარუსიელი სპეცსამსახურების თქმით, შკლიაროვი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ჯგუფების ადმინისტრატორებს კონსულტაციებს უწევდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტტექნოლოგი სერგეი ტიხანოვსკის საპროტესტო ელექტორატის მობილიზებას ახდენდა.

ცნობისთვის, ვიტალი შკლიაროვი ბელარუსის ქალაქ გომელში დაიბადა. 44 წლის პოლიტტექნოლოგი აშშ-ში ცხოვრობს. მშობლიურ ქვეყანაში ივლისის დასაწყისში ჩაფრინდა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო 2 კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა.

შკლიაროვი ამერიკელი, გერმანული და რუსული პოლიტიკური კონსულტანტი და ასევე, პოლიტტექნოლოგია. ის ბარაკ ობამას, ბერნი სანდერსის, ანგელა მერკელისა და ქსენია სობჩაკის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი იყო.

2018 წელს ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ჩამოვიდა და გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობდა. შკლიაროვი ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიაში პირველივე ტურიდან იყო ჩართული.