მოსკოვში დღეს მოსახლეობის მასობრივი კოვიდვაქცინაცია იწყება. მომავალ კვირას Covid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით რუსეთის რეგიონების მოსახლეობა აიცრება. ამის შესახებ BBC იუწყება.
რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V აცრების დაწყების შესახებ 2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მან შესაბამისი განკარგულება ვიცე-პრემიერს ტატიანა გოლიკოვას მისცა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნეს. როგორც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა, მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლის იანვარ-სექტემბერში იქნება შესაძლებელი, როდესაც ამ ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა იქნება წარმოებული.
რამდენიმე დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა კომპანია Pfizer-ის ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება. აშშ-ში ეს პროცესი 11 დეკემბრის შემდეგ დაიწყება.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება თანხის გაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ხვალ, 16 იანვარს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას გამართავს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მიიღოს.
„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიები თანამშრომლებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურიდან, რათა მათ სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ და ბიუჯეტი დაზოგონ. ირაკლი პეტრიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს რეაგირებას სთხოვს.
ექსპერტების თქმით, ინფიცირებული ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაცულები იქნებიან რეინფექციისგან, თუმცა დაავადებულებს შეუძლიათ ვირუსის ტარება ცხვირ-ხახაში და ამიტომ ისინი წარმოადგენენ სხვა ადამიანებისთვის ინფიცირების რისკს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.