მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში არსებული ვაქცინის მარაგით მოსახლეობის 6,2%-ის ვაქცინაციაა შესაძლებელი - Bloomberg

კოვიდვაქცინაციის სტატისტიკა

მსოფლიოში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 944 მილიონი დოზა არსებობს, რაც მთელი დედამიწის მოსახლეობის 6,2%-ის აცრისთვის არის საკმარისი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპები 25-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. ასევე ძალზე არათანაბარია ვაქცინებისადმი სხვადასხვა ქვეყნის წვდომა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, იმუნიზაციის ამ ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში მსოფლიოში პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის წლები იქნება საჭირო.

მსოფლიოს პრაქტიკულად მხოლოდ ორ ქვეყანაში ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს. ესენია ისრაელი, სადაც 70 წელს გადაცილებულ ადამიანთა 84% უკვე ვაქცინირებული და დიდი ბრიტანეთი, სადაც დაახლოებით იგივე რიცხვი არის ვაქცინირებული.

ვაქცინაციის მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა აფრიკაში. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების მიუხედავად, ამ მხრივ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება.