მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი თვითმფრინავიდან გადაიღეს

გიგანტური აისბერგის ფოტო

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავმა მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გადაიღო. აისბერგის ნომერია A-68 და ის ახლა ატლანტის ოკეანეში დაცურავს. ამის შესახებ news.sky.com იუწყება. 

აისბერგი ანტარქტიდის კონტინენტს 2017 წელს მოწყდა. თავდაპირველად მისი ფართობი 6000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ახლა კი გიგანტური ყინულის ფართობი 4200 კვადრატული კილომეტრია. მეცნიერების პროგნოზები არ გამართლდა - ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში აისბერგი ბევრ ნაწილად დაიშლებოდა.

ამჟამად აისბერგი კუნძულ სამხრეთ ჯორჯიიდან 200 კილომეტრში მდებარეობს. მეცნიერები მის მოძრაობას აკვირდებიან, ვინაიდან ხმელეთთან მიახლოების შემთხვევაში გიგანტურმა ყინულმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას გემებს და ზღვის ცხოველებს.