ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანის შემდეგ ალიანსი „მაღალ ფასს“ გადაიხდის. ავღანეთიდან ძალების გაყვანას შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს. ინფორმაციას washingtonpost.com ავრცელებს.
„ჩვენ საკმაოდ რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. ჩვენ ავღანეთში 20 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდით, ნატოს არც ერთ ქვეყანას არ სურს იქ იმაზე დიდ ხანს ყოფნა, ვიდრე ეს საჭიროა. მაგრამ ნაჩქარევი და არაკოორდინირებული გასვლის ფასი შეიძლება ძალზე მაღალი იყოს“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ავღანეთში ყოველთვის ნატოს მინიმუმ 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა და მათი ნახევარი ამერიკელი სამხედროები იყვნენ. ნატოს სამხედრო კონტინგენტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკელი სამხედროების დახმარება ტრანსპორტის და ლოჯისტიკის კუთხით.
ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობიდან წასვლამდე ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას აპირებს. ექსპერტების აზრით, პენტაგონის ხელმძღვანელის, მარკ ესპერის გადაყენება სწორედ ამის გამო მოხდა, ვინაიდან ის ავღანეთიდან ძალების გაყვანის წინააღმდეგი იყო.
„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა.
„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.
გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.
„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.
ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.