მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნი მოსკოვში გაფრინდა, OMON-მა აეროპორტში დაკავებები დაიწყო

მოსკოვის აეროპორტი

OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

მანამდე აეროპორტში დააკავეს ლიუბოვ სობოლი, რუსლან შავედინოვი და ნავალნის კიდევ რამდენიმე თანამოაზრე. ასევე დააკავეს „ნოვაია გაზეტას“ „ვლად დოკშინისა“ და „დოჟდა ედუარდ ბურმისტროვის“ ჟურნალისტები.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ გააფრთხილა მოსახლეობა თავი შეეკავებინათ აეროპორტში მისვლისგან. სანკტ პეტერბურგში რვა ადამიანი დააკავეს, რომლებიც დედაქალაქში მიდიოდნენ ოპოზიციონერთან შესახვედრად.