მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნავალნის მკვლელობის მცდელობაში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“ - სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრემლის ლიდერის მთავარი ოპონენტის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას ტვიტერის პირად გვერდზე გამოეხმაურა

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მოწოდებას უერთდება.

„მე ვუერთდები ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლად გათავისუფლების საერთაშორისო მოწოდებებს. აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებით მის მკვლელობის მცდელობაში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს საღამოს დააკავეს, მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან. ნავალნის ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.

ნავალნის მოსკოვში ჩაფრენამდე ოპოზიციონერის მხარდამჭერებიც დააკავეს, რომლებიც ალექსეის აეროპორტში ელოდებოდნენ.