უცხოეთი

ნავალნის ფილმს პუტინის სასახლეზე YouTube-ზე 100 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს

ნავალნის ფილმს 100 მლნ ნახვა
აქვს
1611915418
დაკოპირებულია

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმმა ვლადიმერ პუტინის სასახლეზე YouTube-ზე 100 მლნ-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ეს ნავალნის საგამოძიებო ფილმებს შორის აბსოლუტური რეკორდია. 2017 წელს გადაღებულ საგამოძიებო ფილმს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ქონებაზე, 44 მლნ ნახვა აქვს.

კრემლში ვლადიმერ პუტინზე გადაღებულ ფილმს „სისულელეს და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე გავრცელებულ კომპილაციას“ უწოდებენ. თავად პუტინმა სტუდენტებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ფილმში ნახსენები ქონება არც მას, არც მის ნათესავებს არ ეკუთვნის.

ნავალნის საგამოძიებო ფილმი YouTube-ზე მისი დაკავებიდან მეორე დღეს გავრცელდა. ფილმის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის სანაპიროზე ფლობს სასახლეს და სხვა ქონებას, რომლის ფასი დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

ნავალნი პუტინს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს უწოდებს.

ნავალნის დაკავების შემდეგ 23 იანვარს რუსეთის 93 ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციამ 4 ათასამდე ადამიანი დააკავა. რუსი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ზოგიერთი დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის და წამების ფაქტებს.

იხილეთ აგრეთვე:

💡 „გამოდით არ შეგეშინდეთ“ - ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

💡 რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმა დააკავეს

ამერიკელი გენერალი ბენ
ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი: რუსები გაჩერდებიან მაშინ, რო...

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას მხარს უჭერს, საუბრობს წვრთნების გააქტიურების აუცილებლობაზე, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ჰუმანიტარულ შეთანხმებას საკუთარ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება. ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

1623528901

„ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

1623527665

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ფინეთმა სენსაციურად დანია 1:0 დაამარცხა. ამ შედეგს შეგვიძლია ფსიქოლოგიური მარცხიც დავარქვათ, რადგან კრისტიან ერიკსენს მოედანზე გულის შეტევა დაემართა და მის თანაგუნდელებს რამდენიმე საათის შემდეგ, თამაშის გაგრძელება მოუწიათ.

1623527053

„ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია რეგიონში ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა ისევ თბილისში და თბილისიდან მოხდა მათთან ერთად ამ პროცესის ხელშეწყობა მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ი საქართველოს, საქართველოს როლს, იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აშშ-სთან ერთად შევასრულოთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

1623526140
აზერბაიჯანის საელჩოს
განცხადება

„ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქ...

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება რომ ისინი აფასებენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში.

დავით ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს...

„რეალური ნაბიჯი გადაიდგა, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან და აქ, საქართველომ თავისი სამშვიდობო ფუნქცია და როლი შეასრულა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით“- ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს ხელშეწყობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოიდგინეთ სომხეთი...

„თითქმის არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება, რომ არ ტოვებდეს ისეთ ძალიან მძიმე შედეგს, როგორიც ტყვეები არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ, შედეგად პატიმრობაში ყოფნა უწევთ და არავინ იცის, როდის დაუბრუნდებიან საკუთარ კერას და ოჯახებს... ასეთ კონფლიქტებს მიეკუთვნება ყარაბახის კონფლიქტი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.

1623522175
კრისტიან ერიკსენი ფხიზლადაა, მატჩი დღესვ...

დანიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით კრისტიან ერიკსენი ფხიზლადაა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დანია - ფინეთის მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:30 წუთზე განახლდება.