ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილი ბოდნარმა მინისტრებთან გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„და ჩვენ აღმოსავლეთში მივდივართ ... ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის სამი საგარეო საქმეთა მინისტრით”, - წერს ვასილი ბოდნარი.
როგორც მანამდე, ნიდერლანდების საელჩოში განაცხადეს, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის მიზანს აღნიშნული ქვეყნების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დადასტურება წარმოადგენს.
7 მაისს სამი ევროპელი დიპლომატი მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრას.