მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი დააკავეს

შიპჰოლის აეროპორტში ქართველი დააკავეს

ნიდერლანდებში, „შიპჰოლის“ აეროპორტში, კორონავირუსით ინფიცირებული 32 წლის ქართველი დააკავეს. მას, დამამძიმებელ გარემოებებში, თავდასხმის მცდელობაში ედება ბრალი. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

 

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცს თან ჰქონდა კვლევის პასუხი, რომლის მიხედვითაც ის ინფიცირებული იყო. მიუხედავად ამისა, მას მალტაში გამგზავრება სურდა.

შემოწმების დროს გამოვლენილი წინააღმდეგობისა და სამართალდამცველზე თავდასხმისთვის ის დააკავეს და საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.