მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიგერიაში „ბოევიკებმა“ 300 გოგო გაიტაცეს

ნიგერიაში გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „ბოევიკები“ სკოლას თავს დაესხნენ და 300-ზე მეტი გოგო გაიტაცეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.  

თავდასხმა ქალაქ ჯანგებეში მოხდა. „იუნისეფის" წარმომადგენელმა ნიგერიაში პიტერ კოკინსმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით სინანულს გამოხატავს.

ნიგერიაში სკოლებზე თავდასხმა და მოსწავლეთა გატაცება ბოლო დროს გახშირდა. გასულ კვირას დაუდგენელი „ბოევიკები“ ნიგერის შტატში სკოლა-ინტერნატს თავს დაესხნენ და 42 ადამიანი, მათ შორის 27 მოსწავლე გაიტაცეს. თავდასხმის დროს ერთი მოსწავლე დაიღუპა. გატაცებულთა გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გასული წლის დეკემბერში კი ნიგერიის ქალაქ კანკარში „ბოევიკებმა“ სკოლის 344 მოსწავლე გაიტაცეს. 2018 წელს ქალაქ დაპციში სკოლაზე თავდასხმის დროს ტერორისტებმა 100 გოგო გაიტაცეს.

გატაცებულთა უმეტესობა მოგვიანებით გაათავისუფლეს. გაეროს ინფორმაციით, ნიგერიის ხელისუფლებამ მათ გათავისუფლებაში ფული გადაიხადა. თუმცა ხელისუფლება ამას უარყოფს.

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული. სირიასა და ერაყში სერიოზული დამარცხებების შემდეგ ისლამისტების ძირითადი სამიზნე ახლა აფრიკა გახდა.

იხილეთ აგრეთვე:

ნიგერიაში „ბოევიკები“ სკოლას თავს დაესხნენ და მოსწავლეები გაიტაცეს