მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიგერიაში სკოლაზე თავდასხმის შემდეგ 400 მოსწავლე დაიკარგა

თავდასხმა სკოლაზე

მას შემდეგ, რაც ნიგერიაში, კატსინის შტატში სკოლას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, 400 მოსწავლე დაიკარგა. ამის შესახებ euronews წერს. 

„პოლიცია, ნიგერიის არმია და ნიგერიის საჰაერო ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ სკოლის ხელმძღვანელობასთან, რათა დაადგინონ დაკარგული ან/და გატაცებული სტუდენტების რეალური რაოდენობა. ისინი მუშაობენ სკოლის მოსწავლეების გადარჩენის მიზნით“, - განაცხადა კატსინის შტატის პოლიციის სპიკერმა.

სავარაუდოდ თავდასხმა ნიგერიაში ბანდიტების რამდენიმე ჯგუფმა განახორციელა, რომლებიც ცნობილები არიან გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცებით.

ყველაზე სერიოზული თავდასხმა 2014 წლის აპრილში მოხდა, როდესაც ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ სკოლის საერთო საცხოვრებლიდან 276 გოგო გაიტაცეს. აქედან 100 გოგო ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.