მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის მეუღლეს ლოს-ანჯელესში დახვდნენ პლაკატით „მოღალატის ცოლი“

ანა აკოფიანი აშშ-ში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლეს ანა აკოფიანს ლოს-ანჯელესის აეროპორტში ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლები პლაკათით „მოღალატის ცოლი“ დახვდნენ. ინფორმაციას vestikavkaza.ru ავრცელებს. 

აქცია ადგილობრივი სომხური დიასპორის წარმომადგენელმა რობერტ მარგარიანმა მოაწყო. „მათ უნდა იცოდნენ, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, ასეთი პლაკატებით დახვდებიან“ - განაცხადა მარგარიანმა.

სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ანა აკოფიანი და მისი შვილი შუშანაა გადაღებული, ისინი ლოს-ანჯელესის აეროპორტიდან დაცვის თანხლებით გადიან. აშშ-ში ანა აკოფიანის ჩასვლა მის დაბადების დღეს დაემთხვა. ვიზიტის დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოღალატეობაში ადანაშაულებენ.

ასევე წაიკითხეთ:

🔫 ყარაბაღში რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა

🔫 ერევანში 5 პირი დააკავეს, რომლებიც მთავრობის სახლში შეჭრას ცდილობდნენ