მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სარკოზი ციხეში ჩასვეს

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ვადიდან სარკოზი ციხეში 1 წელს გაატარებს. ამის შესახებ euronews.com იუწყება. 

სარკოზი საფრანგეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ციხეში ჩასვამენ.

სასამართლომ სარკოზი კორუფციაში და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ის კანონის დარღვევით მოსამართლეებს კარიერულ წინსვლაში ეხმარებოდა.

ნიკოლა სარკოზი 2007 – 2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სარკოზი კონფლიქტში შუამავლის როლს აქტიურად ეწეოდა. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არაოფიციალურად სარკოზის შეთანხმებას უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 სუს-ი: ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს