მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნორვეგიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული გემის ნამსხვრევები იპოვეს

ნორვეგიაში გემი იპოვეს

ნორვეგიის სანაპიროსთან მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩაძირული დიდი გერმანული სამხედრო ხომალდის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, ჩაძირვიდან დაახლოებით 80 წლის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანული საბრძოლო გემი 1920-იან წლებშია აგებული და მოგვიანებით განახლებული. მისი სიგრძე 174 მეტრია და გემის კორპუსზე „სვასტიკაა“ გამოსახული.

„კარლსრუეს ბედი შეგიძლიათ იხილოთ ისტორიის წიგნებში, მაგრამ არავინ იცის ზუსტად სად ჩაიძირა გემი“, - განაცხადა ნორვეგიის საზღვაო მუზეუმის არქეოლოგმა და მკვლევარმა ფროდე კვალოემ.

ინფორმაციისთვის, 174 მეტრიანი ხომალდი, რომელიც გერმანიის ძალების ნაწილია, 1940 წლის აპრილში შეიჭრა ნორვეგიაში, თუმცა ბრიტანელებმა ჩაძირეს.