მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოდესის რესტორანში სროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა

ოდესაში სროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა

ოდესაში, რესტორან „არარატში“ სროლის შედეგად ორი მამაკაცია დაჭრილი. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, კონფლიქტი „კავკასიელებს შორის მოხდა“.

ოდესის უშიშიროების სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია. სროლის დროს ტყვიები გვერდით მდებარე კორპუსსაც კი მოხვდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ხულიგნობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით“.

კონფლიქტში მონაწილე პირები დაკავებულები არიან.