მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოჰაიოს შტატში პოლიციამ 16 წლის შავკანიანი გოგო მოკლა

ოჰაიოში თინეიჯერი გოგო მოკლეს

აშშ-ის ოჰაიოს შტატში პოლიციის ოფიცერმა 16 წლის შავკანიანი გოგო მოკლა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

დაღუპული მაკაია ბრაიანტის ნათესავები ამბობენ, რომ პოლიცია შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ცივი იარაღის გამოყენებით შეხლა-შემოხლის შესახებ ინფორმაცია მიიღო. მაკაია ბრაიანტის დეიდა ჰეიზელ ბრაიანტი აცხადებს, რომ მისი დისშვილი დანით თავდამსხმელებისგან დაცვას ცდილობდა.

„პოლიციამ მას ოთხჯერ ესროლა“ - განაცხადა ჰეიზელ ბრაიანტმა.

აშშ-ში შავკანიანთა წინააღმდეგ პოლიციის გადამეტებული ძალის გამოყენება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შარშან ქალაქ ინდიანაპოლისში დაკავებისას შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ამის შემდეგ აშშ-ში ათიათასობით ადამიანი საპროტესტო აქციებზე გამოვიდა.