მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოფიციალურად, კამალა ჰარისი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტია

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი

ოფიციალურად, კამალა ჰარისი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტია.

ფიცი თავდაპირველად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დადო. ჰარისს ფიცი უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, სონია სოტომაიერმა დაადებინა, რომელიც პირველი ლათინური წარმოშობის მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში.

ჰარისმა ფიცის დადებისას ორი ბიბლია გამოიყენა - ერთი უზენაესი სასამართლოს გარდაცვლილ მოსამართლეს თორგუდ მარშალს ეკუთვნოდა, მეორე კი რეგინა შელტონს, რომელსაც ჰარისი მეორე დედად მიიჩნევს.

🗽ინფორმაციისთვის კამალა ჰარისი ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსია, დემოკრატიული პარტიის წევრი. აშშ-ის სენატორი კალიფორნიიდან (2017 წლიდან). კალიფორნიის გენერალური პროკურორი 2011-2017 წლებში.

🗽იგი არის პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.