მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის რეზიდენციაში ძარცვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს (ვიდეო)

სომხეთში მძარცველების დაკავება

სომხეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მომხდარი ძარცვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

სომხეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 10 ნოემბერს ღამით ბოროტმოქმედებმა ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენციაში შეაღწიეს, საიდანაც კომპიუტერი, საათი, სუნამო და სხვა ნივთები მოიპარეს.

დაკავებული პირების ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია მოპარული ნივთები. გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთახმების შემდეგ, რომელიც ამ რეგიონიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანას ითვალისწინებს, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. რამდენიმე პირი ფაშინიანის საცხოვრებელ სახლში შევარდა და გაძარცვა.