მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანმა კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის შეცდომა დაასახელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსთან ბრძოლაში მთვარობის მიერ დაშვებული შეცდომა დაასახელა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს სიტყვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების მიმართულებით დაწესებული შეზღუდვის მოხსნა არასწორი ნაბიჯი იყო.

„როდესაც თქვენ სვამთ კითხვას - რა შეცდომა დავუშვით, მე გპასუხობთ, რომ ეს იყო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს, ოპოზიციისა და საერთაშორისო სტრუქტურების მოწოდებით, სიტყვის თავისუფლებასა და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. ჩვენ სოციალური ქსელებში ინფორმაციის გავრცელების რეგულირებაზე უარს ვამბობთ, რაც ადამიანებს სიკვდილისკენ უბიძგებს",- განაცხადა ფაშიანიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის აზრით, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ხდება კორონავირუსით ინფიცირებული და იღუპება, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ხმამაღალი განცხადებები გააკეთონ.

ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ სომხეთში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების მთავარი მიზეზი მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კოვიდინფიცირების 22 488 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 397 პაცინეტი.