მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანმა შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს

ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, რომ თავისი საქმე შეასრულოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას და პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ Armenpress იუწყება. 

ამის შესახებ ფაშინიანმა ერევანში რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე განაცხადა.

„რამდენიმე ადამიანმა ანტიკონსტიტუციურ პროცესებში ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩარევა სცადა. ეს იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელიც სომხეთის მოსახლეობამ არ დაუშვა. შეიარაღებული ძალების ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა ემორჩილებოდეს. ის ვინც ასე არ მოქმედებს, მოქმედებს ხალხის, სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. ამიტომ მე მოვითხოვ, რომ უმაღლესი წოდების ოფიცრები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ და ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა მან გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

მანამდე კი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის უფროსმა ონიკ გასპარიანმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.