მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პომპეოს თურქეთში არც პრეზიდენტი, არც საგარეო საქმეთა მინისტრი არ შეხვდა

მაიკ პომპეო თურქეთში

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშიღლუ არ შეხვდა.

გამოცემა ahvalnews.com-ის ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტის დღის წესრიგში პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ჩანიშნული არ იყო, თუმცა ამავე ინფორმაციის მიხედვით, სტამბულში ჩასულმა პომპეომ იქ მევლუთ ჩავუშოღლუ მიიწვია, რომელიც ანკარიდან სტამბულში არ ჩავიდა.

რაც შეხება ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მაიკ პომპეოს „მოუცლელობის გამო არ შეხვდა“.

მაიკ პომპეო თურქეთში 16 ნოემბერს ჩაფრინდა. ის მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეს უნდა შეხვდეს. სწორედ მართლმადიდებელ პატრიარქთან შეხვედრის ფაქტმა გამოიწვია თურქეთის ოფიციალური პირების უკმაყოფილება. მოგეხსენებათ, ბოლო დროს თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები გართულდა.

17-18 ნოემბერს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.