მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

პრინცი ფილიპი

ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ პრინცი ფილიპი, დედოფალ ელიზაბეტ II- ის მეუღლე, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„მისი უდიდებულესობა დედოფალი ღრმა მწუხარებით იუწყება, მისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის პრინცი ფილიპის გარდაცვალების შესახებ.

მისი სამეფო უდიდებულესობა დღეს დილით უინძორების სასახლეში მშვიდად მიიცვალა“ - ნათქვამია სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრინცი ფილიპი პრინცესა ელიზაბეტზე დაქორწინდა 1947 წელს და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს მსახურობდა სამეფო კარზე.

წყვილს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავს.