მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი რუსული ვაქცინის გაკეთებისგან, დროებით თავს იკავებს

პუტინი წასვლას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ არ გაუკეთებია მას და სხვა სამთავრობო პირებს Sputnik-V ვაქცინა. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს. .

კერძოდ, ჟურნალისტმა ჰკითხა პუტინს, სურს თუ არა „დაეხმაროს ვაქცინაციის პროცესს, გაიკეთოს ვაქცინა და მისცეს მაგალითი მოსახლეობას“.

რაზეც პუტინმა უპასუხა: "არ მსურს იმიტაცია გავაკეთო, ამიტომ ამას განზრახ არ გავაკეთებ კამერების წინაშე. გაიკეთეთ ჩვენი ვაქცინა, რომელიც ყველა მხრივ საუკეთესოდ მიმაჩნია მსოფლიოში”.

პუტინმა ასევე განმარტა, რომ, ალბათ, ვაქცინას გაიკეთებს ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მაშინ, როდესაც მას უცხოეთში ბევრი მოგზაურობა მოუწევს.

ინფორმაციისთვის კვლევების მესამე ფაზის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ს ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცნობილი სამედიცინო ჟურნალის, Lancet-ის მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული