მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის პირადი პილოტი გარდაცვლილი იპოვეს

პუტინი საკუთარ ლაინერში

რუსეთში პრეზიდენტების ბორის ელცინისა და ვლადიმერ პუტინის პირადი მფრინავი გრიგორი ბელოდედი, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილი პილოტი სახლში მისმა ვაჟმა მას შემდეგ ნახა, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მამასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. გრეგორი ბელოდედის ცხედარი ამჟამად ექსპერტიზის ბიუროშია, სადაც მისი გარდაცვალების მიზეზი უნდა დადგინდეს.

გრეგორი ბელოდედი 74 წლის იყო. პილოტის კარიერის მანძილზე ის რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალურ საავიაციო ჯფუფში პირად მფრინავად მუშაობდა.