მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ვლადიმერ პუტინი ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯოზეფ ბაიდენს მისალოცი წერილი გაუგზავნა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ჯოზეფ ბაიდენს წარმატება უსურვა და გამოხატა მისი დამოკიდებულება, რომ რუსეთს და შეერთებულ შტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, შეუძლიათ ნამდვილად შეუწყონ ხელი მრავალი პრობლემისა და გამოწვევის მოგვარებას, რომლის წინაშეც ამჟამად დგას მსოფლიო.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამის გათვალისწინებით, რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით დააკმაყოფილებს ორივე ქვეყნის ხალხისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს.

„ჩემი მხრივ, მე მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის“ , - წერს ვლადიმერ პუტინი.

👉 ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.

👉 არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა