მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ყარაბაღში რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების საკითხს ეხმაურება

პუტინის პრესსპიკერი

„კრემლი მიესალმება ყარაბაღში რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების თემას და მზადაა დაეხმაროს მათ ენის შემდგომ გავრცელებაში“,-  ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსული ენა ისედაც ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, რადგან კომუნიკაციისთვის მოსახერხებელია.

„რუსული ენა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენება ყარაბაღში, იგი ასევე გამოიყენება სომხეთში, რუსულ ენაზე საუბრობენ აზერბაიჯანში და რუსულად ლაპარაკობენ მსოფლიოში ბევრგან, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. რუსული კომუნიკაციის მოსახერხებელი ენაა და ის ახლაც შეისწავლება.

ბუნებრივია, ჩვენ ამას ყველანაირად მივესალმებით და მზად ვართ კიდევ უფრო გავზარდოთ რუსული ენის ცოდნის დონე. ეს ჩვენს ამოცანად მიგვაჩნია“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მან განმარტა, რომ რუსეთის შეთავაზება არ ეხება რუსულის აზერბაიჯანსა და სომხეთში მეორე სახელმწიფო ენად აღიარება და აღნიშნა, რომ ეს შიდასახელმწიფოებრივი საკითხია.

👉 ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ის აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შეწყდა.

👉 შეთანხმების საფუძველზე, ყარაბაღში რუსი და თურქი სამშვიდობოები განლაგდნენ.