მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთიდან სომხეთს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის გავლით მიეწოდება

სომხეთს გაზი აზერბაიჯანის გავლით

რუსული კომპანია „გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს დროებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით აწვდის. ამის მიზეზია ჩრდილოეთ კავკასიის - სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები, რომლითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდებოდა. ინფორმაციას kommersant.ru ავრცელებს. 

შესაბამის კონტრაქტს „გაზპრომმა“ და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიამ მოაწერეს ხელი.

„კონტრაქტის მიხედვით, სარემონტო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის გავლით საქართველოს საზღვრამდე მივა, ხოლო შემდეგ სომხეთში. სარემონტო სამუშაოები სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მათი დასრულების შემდეგ გაზის მიწოდება საქართველოს გავლით აღდგება“ - განაცხადეს „გაზპრომ ექსპორტში“.

ცნობისთვის, 2020 წელს „გაზპრომმა" სომხეთს 2,2, მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიწოდა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო და სხვა კომუნიკაციების აღდგენა გასული წლის 10 ნოემბერს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.