რუსეთის დუმის 5 დეპუტატს კორონავირუსის დიაგნოზი აქვს დადასტურებული. ამის შესახებ პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
დეპუტატებს ლეონიდ კალაშნიკოვსა და დიმიტრი ნოვიკოვს კორონავირუსი 25 აპრილს, ხოლო სვეტლანა მაქსიმოვას 6 მაისს დაუდასტურდა.
ვოლოდინმა დანარჩენი ორი ინფიცირებული პარლამენტარის ვინაობა არ დაასახელა. მისი განმარტებით, ერთი დეპუტატი უკვე გამოჯანმრთელდა, ორი სახლში მკურნალობს, ხოლო კიდევ ორი საავადმყოფოშია. მან კოლეგებს სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.