მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის დუმის დეპუტატი ნათლისღებაზე მოსახლეობას ბანაობას არ ურჩევს

რუსეთში ურჩევენ ნათლისღებაზე არ იბანაონ

რუსეთის დუმის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ლეონიდ ოგული ნათლისღებაზე მოსახლეობას ყინულჭრილებში ბანაობას არ ურჩევს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. 

ოგული ამ წესის დაცვას პირველ რიგში სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს ურჩევს, რადგანაც ორგანიზმის გაცივება იმუნიტეტს აქვეითებს და ის ვირუსის მიმართ უფრო დაუცველი ხდება. „ვინც საბანაოდ მაინც წავა, უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, ატაროს ნიღაბი და ანტისეპტიკური საშუალებები გამოიყენოს“ - აცხადებს ოგული. მისი თქმით, არ არის საჭირო, რომ ჯანდაცვის სფეროს კიდევ დამატებითი დატვირთვა მიადგეს.

რუსმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა., რომ სხვადასხვა რეგიონში სიტუაცია შეძლება განსხვავებული იყოს, ამიტომ გადაწყვეტილება აკრძალვების შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.

ნათლისღების ბანაობა რუსეთში, როგორც წესი 18-19 იანვარს ღამით ხდება. ადგილობრივი ხელისუფლება ამ დროს სპეციალურ ადგილებს გამოყოფს. ოპერატიული სამსახურები და მედიკოსები ადგილზე მორიგეობენ და ტანსაცმლის გამოსაცვლელად სპეციალური კარვები აქვთ დაყენებული.

იხილეთ აგრეთვე:

💢 რუსეთში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

💢 რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირება დადასტურდა