მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ნომინალური მშპ აპრილში 28%–ით შემცირდა

კორონავირუსი, რუსეთი, ბიუჯეტი, შემცირება

აპრილში, პანდემიის გამო არასამუშაო პერიოდის გამოცხადების ფონზე, რუსეთის ნომინალური მშპ 28%–ით შემცირდა 6,2 ტრლნ რუბლამდე – წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ამის შესახებ იანვარ – აპრილში რუსეთის ბიუჯეტის შესრულების წინასწარ შეფასებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა. დოკუმენტიდან ამონარიდებს რუსული გამოცემა RBC 19 მაისს აქვეყნებს.

საფინანსო უწყებაში რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის მოცულობაც შეაჯამეს და ის 1–ლი მაისისთვის 12,4 ტრლნ რუბლს შეადგენს.