რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა (როსელხოზნადზორი) აზერბაიჯანული პროდუქტის იმპორტი აკრძალა, მავნებლების გამოვლენის გამო. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
როგორც მედია წერს, აზერბაიჯანის სურსათისა და უვნებლობის სააგენტო ამის შესახებ არაერთხელ იყო ინფორმირებული.
„რუსეთის ტერიტორიაზე მავნებლების იმპორტისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად, როსელხოზნადზორი ვალდებულია აკრძალოს აზერბაიჯანული წარმოშობის პომიდვრისა და ვაშლის შემოტანა 2020 წლის 10 დეკმებრიდან“,- აღნიშნულია როსელხოზნადზორის განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ეს აკრძალვა დროებითია.