მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის კონტრსანქციები ევროკავშირს

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ევროკავშირს კონტრსანქციები დაუწესა. ამის შესახებ interfax.ru იუწყება. 

„მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელთა სიის გაფართოების შესახებ, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. მასში ის პირები შევიდნენ, რომლებიც ანტირუსულ აქტივობებთან არიან დაკავშირებულები“ წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვი "კატეგორიულად გმობს" რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რაც მისი მოქალაქეების მიმართ "უკანონო შეზღუდვებს" ითვალისწინებს. „ეს ფაქტი ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს საერთაშორისო სამართლებრივ პრიორიტეტებს და უცხო ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობის ჰელსინკის პრინციპებს“ - აცხადებენ სერგეი ლავროვის უწყებაში.

რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა 6 პირის და ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ისინი, ევროკავშირის წარმომადგენელთა აზრით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან არიან დაკავშირებულები. სიაში რუსეთის უშიშროების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების მაღალჩინოსნები მოხვდნენ.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. გერმანიაში გადაყვანის შემდეგ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს, რომელიც ქიმიური იარაღის კატეგორიას ეკუთვნის.

იხილეთ აგრეთვე:

🚸 პუტინი: ნავალნის მოკვლა რომ ნდომოდათ, მოკლავდნენ

🚸 ლავროვი ნავალნის მოწამვლაზე ინფორმაციებს „სასაცილოს“ უწოდებს