მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში აქციაზე დაკავებული ბავშვები მშობლებს დაუბრუნეს

აქციაზე დაკავებული ბავშვები ოჯახებს დაუბრუნეს

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბავშვები ოჯახებს დაუბრუნეს. ინფორმაციას გამოცემა ria ავრცელებს.

რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის ანა კუზნეცოვას თქმით, 23 იანვარს რუსეთის მასშტაბით რეგიონებში 300-მდე მოზარდი დააკავეს, მათ შორის 70-მდე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში.

„რამდენადაც მე ვიცი, სამედიცინო დახმარება არავის მოუთხოვია, ჩემი ინფორმაციით ბავშვებს არანაირი დაზიანება არ ჰქონიათ“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ცნობისთვის, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.