მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ბოლო 24 საათში 6700-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთი, მოსკოვი

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 634 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს Worldometers აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვირუსს 104 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთში კოვიდ-19-სგან საერთო ჯამში გარდაცვლილია 9000-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება განკურნებულებს, 28 ივნისის მონაცემებით, მათი რაოდენობა 399 087-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 ქვეყანა დაასახელა, სადაც კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება.