მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში Covid-19-ს ექიმი ემსხვერპლა

ექიმის ზოგადი ფოტო

რუსეთში, ქალაქ სტავროპოლში გარდაიცვალა ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა.

ინფორმაციას რუსული მედია მხარის გუბერნატორზე ვლადიმირ ვლადიმიროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს დიდი დანაკარგი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძლაში, ადამიანი, რომელიც სხვა ინფიცირებულებს ეხმარებოდა თავად გარდაიცვალა, ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს", - აღნიშნა სტავროპოლის გუბერნატორმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტავროპოლის მხარეში კორონავირუსული ინფექციის 385 შემთხვევა დაფიქსირდა, კოვიდინფექცია 42 ბავშვს დაუდგინდა. რუსეთში კოვიდ-19-ით 68 ათასზე მეტი ინფიცირებულია.