რუსეთის რიაზანის ოლქში 32 წლის კაცმა შელაპარაკების გამო 5 ახალგაზრდა მოკლა, რომლებიც მის ფანჯრებთან მანამდე ხმამაღლა საუბრობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 4 აპრილს საღამოს კაცმა შენიშვნა მისცა ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში, მის ფანჯრებთან, ხმამაღლა საუბრობნენ. ამის შემდეგ მათ შორის შელაპარაკება მოხდა.
შედეგად, კაცმა საკუთარი სანადირო თოფით 4 ბიჭი და ერთი გოგო ჩაცხრილა. ხუთივე დაიღუპა.
რუსული გამოცემა „ინტერფაქსის“ მონაცემებით, მროლელი ფსიქიატრთან იყო აღრიცხვაზე. იგივე წყაროს ცნობით, მან თავისი მეზობლები დახოცა.