მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 250 000-ს გადააჭარბა

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 9 974 ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგადაც ინფიცირების შემთხვევათა რიცხვმა 252 245-ს მიაღწია.

2 მაისიდან დღემდე, პირველად, ინფიცირებულ პაციენტთა მატება 10 000-ზე ნაკლები იყო, მაჩვენებლები ზედიზედ მესამე დღეა მცირდება.

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 53 000-ზე მეტი და გარდაცვლილია 2 305 ადამიანი.