მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში, სამარშრუტო ტაქსიში ნიღბის გამო დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა (ვიდეო)

კაცი ნიღბის გამო მოკლეს

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის შემოგარენში სამარშრუტო ტაქსიში დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული 53 წლის კაცია და მას ცივი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამის შესახებ Meduza იუწყება. 

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ კონფლიქტი სამარშრუტო ტაქსიში სამედიცინო ნიღბის გამო დაიწყო. ერთ-ერთ მგზავრს ნიღაბი არ ეკეთა და მას მეორე მგზავრმა შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ კონფლიქტი ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

პოლიციამ ორი პირი - 40 წლის კაცი და 34 წლის ქალი დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.