მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში სამხედრომ თანამებრძოლები დახოცა

სამხედრომ თანამებრძოლები დახოცა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სამხედრო მოსამსახურემ 3 თანამებრძოლი დახოცა. ინციდენტი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ regnum.ru იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ჯარისკაცი ნაჯახით იყო შეიარაღებული. მან ერთ-ერთ სამხედროს პისტოლეტი წაართვა და შემდეგ სროლა ატეხა.

ერთი ადამიანი დაჭრილია. ბოროტმოქმედმა მიმალვა მოახერხა.

ამჟამად პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს.